სწავლა-განათლება ციფრულ ეპოქაში
სსიპ ქალაქ ბოლნისის №5 საჯარო სკოლა
Thursday, July 20, 2023
რესურსი სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში
Wednesday, February 8, 2023
მკითხველთა კლუბი „მწიგნობარი“
მკითხველთა კლუბი „მწიგნობარი“ პედაგოგი ნინო გოგოლაძე
მკითხველთა კლუბ „მწიგნობარის“ მიზანია სკოლაში წიგნიერების გაზრდა. მოსწავლეებში ზეპირი, ვიზუალური, ნაბეჭდი თუ ციფრული გზით მიღებული ინფორმაციის გააზრებისა და ინტერპრეტაციის უნარ-ჩვევების განვითარებაში ხელშეწყობა. სხვადასხვა აქტივობასთან ერთად kahoot-ის პლატფორმაზე შექმნილი რესურსები ეხმარება კლუბს მიზნის მიღწევაში.
იხილეთ შექმნილი რესურსის ბმული:
kahoot! - ინგლისური ენა პედაგოგი ნინო ავალიანი
kahoot! - ინგლისური ენა პედაგოგი ნინო ავალიანი
14 დეკემბერს მსოფლიოში მაიმუნების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ თარიღს ხალისით გამოეხმაურნენ ბოლნისის N5 საჯარო სკოლის მე-3 ა,ბ და გ კლასის მოსწავლეები. ბრიტანეთის საბჭოს მიერ მოწოდებული მრავალფეროვანი რესურსების გამოყენებით ბავშვებმა თემა ინგლისურის ენის გაკვეთილზე დაამუშავეს. მათ მოიძიეს ინფორმაცია და იმსჯელეს მაიმუნების საცხოვრებელი გარემოს შესახებ, დახატეს და აღწერეს მაიმუნი გარეგნული მახასიათებლების მიხედვით, სახალისო ვიდეოების და სიმღერების დახმარებით შეისწავლეს საჭირო ლექსიკური და გრამატიკული მასალა. მოსწავლეებმა ჯგუფურად იმუშავეს და შემნეს პოსტერები თემაზე Happy monkeys day, შემდეგ კი აღნიშნული პოსტერები კლასის წინაშე წარმოადგინეს. მოსწავლეებმა თემა საგანმანათლელო პლატფორმა kahoot -ის გამოყენებით შეაჯამეს, ითამაშეს სახალისო თამაში და გამოავლინეს გამარჯვებულები. ზემოთ აღნიშნული აქტივობა ხელს უწყობს გლობალული მოქალაქისთვის საჭირო უნარების განვითარებას, მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების და ფანტაზიის, აგრეთვე ინგლისურ ენაზე აზროვნების ხელშეწყობას. kahoot პლატფორმა თამაშის პროცესში ავითარებს სისხარტეს, კრიტიკულ აზროვნებას და ციფრული მოქალაქის უნარ-ჩვევებს, რადგან ტენოლოგიების როლი უცხოური ენის სწავლების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. სკოლაში აქტიურად გამოიყენება kahoot პლატფორმა, როგორც სწავლების ერთ-ერთი ეფექტური საშუალება. გიზიარებთ მაიმუნის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ამსახველ მასალას.
შექმნილი რესურსი იხილეთ მოცემულ ბმულზე:
Friday, July 29, 2022
Monday, June 13, 2022
Monday, June 14, 2021
kahoot! - ბუნებისმეტყველება
kahoot! - შემაჯამებელი ტესტი
საგანი - ბუნებისმეტყველება
კლასი - მეორე
რესურსისი მიზანი - ნასწავლი მასალის გააზრება-შეჯამება
პედაგოგი - მარიამ ლომსაძე
Thursday, June 10, 2021
პრესბუკში შესრულებული რესურსი - ლეონარდო და ვინჩი
ლეონარდო და ვინჩი - მხატვარი, მეცნიერი, გამომგონებელი.
მოსწავლის მიერ პრესბუკში შესრულებული რესურსი - ლეონარდო და ვინჩი.
საგანი: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
მოსწავლე: ლალი ხაჭიპერაძე