55

Drop Down MenusCSS Drop Down MenuPure CSS Dropdown Menu

Wednesday, February 8, 2023

kahoot! - ინგლისური ენა პედაგოგი ნინო ავალიანი

 kahoot! - ინგლისური ენა პედაგოგი ნინო ავალიანი

     14 დეკემბერს მსოფლიოში მაიმუნების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ თარიღს ხალისით გამოეხმაურნენ ბოლნისის N5 საჯარო სკოლის მე-3 ა,ბ და გ კლასის მოსწავლეები. ბრიტანეთის საბჭოს მიერ მოწოდებული მრავალფეროვანი რესურსების გამოყენებით ბავშვებმა თემა ინგლისურის ენის გაკვეთილზე დაამუშავეს. მათ მოიძიეს ინფორმაცია და იმსჯელეს მაიმუნების საცხოვრებელი გარემოს შესახებ, დახატეს და აღწერეს მაიმუნი გარეგნული მახასიათებლების მიხედვით, სახალისო ვიდეოების და სიმღერების დახმარებით შეისწავლეს საჭირო ლექსიკური და გრამატიკული მასალა. მოსწავლეებმა ჯგუფურად იმუშავეს და შემნეს პოსტერები თემაზე Happy monkeys day, შემდეგ კი აღნიშნული პოსტერები კლასის წინაშე წარმოადგინეს. მოსწავლეებმა თემა საგანმანათლელო პლატფორმა kahoot -ის გამოყენებით შეაჯამეს, ითამაშეს სახალისო თამაში და გამოავლინეს გამარჯვებულები. ზემოთ აღნიშნული აქტივობა ხელს უწყობს გლობალული მოქალაქისთვის საჭირო უნარების განვითარებას, მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების და ფანტაზიის, აგრეთვე ინგლისურ ენაზე აზროვნების ხელშეწყობას. kahoot პლატფორმა თამაშის პროცესში ავითარებს სისხარტეს, კრიტიკულ აზროვნებას და ციფრული მოქალაქის უნარ-ჩვევებს, რადგან ტენოლოგიების როლი უცხოური ენის სწავლების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. სკოლაში აქტიურად გამოიყენება kahoot პლატფორმა, როგორც სწავლების ერთ-ერთი ეფექტური საშუალება. გიზიარებთ მაიმუნის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ამსახველ მასალას. 

შექმნილი რესურსი იხილეთ მოცემულ ბმულზე:

https://create.kahoot.it/share/world-monkeys-day/be526374-ccad-4ee9-a0be-449d11e4ab13?fbclid=IwAR3ZLwKEMR0Mn8-NNLAq_f_KUhTiXdL-bWq0m3ETfMUDZXDkQvWf9UainYg


 



 





 



 




No comments:

Post a Comment