55

Drop Down MenusCSS Drop Down MenuPure CSS Dropdown Menu

ინტერვიუები

თამარ ლოსაბერიძე - თბილისის 123-ე სკოლის დირექტორი

 

1. მიუხედავად იმისა, რომ სასკოლო საზოგადოება ერთი შეხედვით კარგად ფლობს ტექნოლოგიებს, საჭიროების კვლევისას გამოიკვეთა, რომ სწავლა-სწავლების პროცესში არ ხდება ამ უნარების აქტიური გამოყენება. თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? 


ტექნოლოგიური უნარ-ჩვევების ფლობა არ ნიშნავს, რომ შეგიძლია სწორად გამოიყენო სწავლა-სწავლების პროცესში. ცოდნა, უნარი, დამოკიდებულება - ეს არის სამი დონის ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ცნებები. ვფიქრობ, მხოლოდ ცოდა და უნარი არაა საკმარისი პირობა, მთავარია თუ რა დამოკიდებულება აქვს სასწავლო პროცესის მიმართ, როგორ წარმოუდგენია საკუთარი როლი სწავლების პროცესში, რამდენად განახლებადია მასწავლებლის უნარები ტექნოლოგიების მიმართ. ჩემი აზრით, ტექნოლოგიების ინტეგრირება სწავლების პროცესში, სკოლის ადმინისტრაციის დაკვეთის პირდაპირ პროპორციულია, რა ხედვაც აქვს ადმინისტრაციას, ისე იყენებს მასწავლებელიც. სკოლაში არ არის კვალიფიციური კადრი, რომელიც სკოლის ტექნოლოგიურ მიმართულებას განსაზღვრავს. 


2. სად და როგორ  შეიძლება იმ უნარების განვითარება, რომლებიც  დაეხმარება საზოგადოებას ციფრული ტექნოლოგიების სისტემატურად გამოყენებაში? 

ციფრული ხედვა, მუდმივი ტრენინგები და საკუთარ თავზე მუშაობა - სასკოლო თემის დაკვეთა. 

 

3.რატომ არის აუცილებელი ტექნოლოგიები სწავლა-სწავლების პროცესში?  

ისტ-ს გამოყენების გარეშე თანამედროვე სწავლა-სწავლების პროცესი წარმოუდგენელია, რაც კიდევ უფრო ნათელი გახდა პანდემიის პირობებში. თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა დააკვირდე, მოახდინო მონაცემთა აღწერა, გაიმეორო ცდა ან ექსპერიმენტი იმდენჯერ, რამდენჯერაც დაგჭირდება, სიმულაციური პროგრამების გამოყენება უსაფრთხო და იაფი გზაა პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების პროცესში. ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს დისტანციურად ჩავერთოთ სასწავლო პროცესში, ბიძგი მივცეთ, რომ გახდნენ უფრო თამამები, არ შეეშინდეთ შეცდომის დაშვების და რაც მთავარია საკუთარი დაკვირვებითა და მცდელობებით მიაღწიონ შედეგს.


4. რაში დაგეხმარათ ტექნოლოგიების კარგად ცოდნა წარმატების გზაზე? (გაიხსენეთ ისტორია და გადმოეცით თქვენი ემოცია) 


მე, როგოც ისტ-ის მასწავლებელსა და ტრენერს, არ გამჭირვებია სასკოლო საზოგადოებაში ჩემი ადგილის დამკვირდება, ვინაიდან ტექნოლოგიების ცოდნა მეხმარება, მუდმივი მხარდაჭერა გავუწიო მასწავლებელს/მოსწავლეს სწავლა-სწავლების პროცესში. გაიზარდა ნდობა ჩემს მიმართ.  

აქვე აღსანიშნავია, რომ კვლევების შედეგად, დადგინდა, რომ სკოლის მოსწავლეთა 2/3 მობილურით ერთვებოდა სასწავლო პროცესში, რამაც კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა საშინაო დავალებების შესაბამისობაზე. დავალების შესრულებისას მივეცით თავისუფალი არჩევანი, ხშირად მობილურით გადაღებული ვიდეო გზავნილი გახდა საშინაო დავალების შესრულების ერთ-ერთი ფორმა. 

გაზაფხულზე, როგორც კი გაჩნდა საშიშროება, რომ შეიძლება სასწავლო პროცესი არ განახლებულიყო პირისპირ, 123 სკოლამ, დრო არ დაკარგა, და 15 მარტიდან ონლაინ სასწავლო პროცესი განვაახლეთ. ამან გაზარდა ნდობა სკოლის მიმართ, მშობლებმა კიდევ უფრო აღიარეს, რომ სკოლის მიერ არჩეული მიმართულება „განათლება ფურცლის გარეშე“ ნამდვილად სწორი და დროული იყო. მასწავლებლებს, რომლებიც მანამდე თუ გამოთქვამდნენ მოსაზრებას, თუ რა საჭირო იყო კომპიუტერი, დღეს ამაზე აღარ საუბრობენ, პირიქით, უფრო მეტად ცდილობენ, რომ ფეხი აუწყონ ახალ გამოწვევებს. 

დღეისათვის, სასწავლო პროცესი სრულად დისტანციურია, ვგეგმავთ გაზიარებულ ფაილებში მუშაობას, ერთობლივად ვმუშაობთ პროექტებზე. 



სალომე კოპალიანი - ტექნოლოგიების ექსპერტი 

 

1. მიუხედავად იმისა, რომ სასკოლო საზოგადოება ერთი შეხედვით კარგად ფლობს ტექნოლოგიებს, საჭიროების კვლევისას გამოიკვეთა, რომ სწავლა-სწავლების პროცესში არ ხდება ამ უნარების აქტიური გამოყენება. თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? 

 

ჩემი აზრით, ვინც არ ან ვერ იყენებს ტექნოლოგიებს ,სწავლა-სწავლების პროცესში მას არ აქვს ბოლომდე გააზრებული, ის დადებითი ეფეტები, რაც ამგვარ სწავლებას მოჰყვება, თუმცა  სხვა მიზეზებიც არსებობს, მაგალითად ნაკლები  ციფრული რესურსი, სიახლის დანერგვისადმი არსებული შიში, ასევე დროის განაწილება თავიდან რთულია, როცა ციფრულ მოწყობილობებს იყენებენ საკლასო სივრცეში, თუმცა ხაზს გავუსვამ, რომ მხოლოდ თავიდან...რამდენიმე მცდელობის შემდეგ დაინერგება ეს ყოველივე. 

 

2.სად და როგორ  შეიძლება იმ უნარების განვითარება, რომლებიც  დაეხმარება საზოგადოებას ციფრული ტექნოლოგიების სისტემატურად გამოყენებაში? 

 

მე ვფიქრობ, რომ  ციფრული ტექნოლოგიების სისტემატურად გამოყენების აუცილებლობა დაგვანახა,21-ე საუკუნის ერთ-ერთმა მთავარმა გამოწვევამ, კორონავირუსის ინფექციამ, ვგულისხმობ დისტანციურ სწავლებას. ტექნოლოგიების არსებობის გარეშე, ძალიან დიდი პრობლემის წინაშე დადგებოდა სწავლა-სწავლების პროცესი ,პანდემიის პირობებში. 

დისტანციურმა სწავლებამ, დიდი პრაქტიკა მოუტანა ბევრ სკოლას და ისინი ახლაც აქტიურად იყენებენ, ამ უნარ-ჩვევებს. ჩემი აზრით, საკუთარი გამოცდილების გაზიარება თანამშრომლებისთვის და პრაქტიკით ამის დანახვა საუკეთესო საშუალებაა, ციფრული ტექნოლოგიების დანერგვისთვის. 

 

3.რატომ არის აუცილებელი ტექნოლოგიები სწავლა-სწავლების პროცესში?  

 

მასწავლებელი, ის პიროვნებაა, ვინც ერგება ყველა როლსა და სიტუაციას, რათა საუკეთესო შედეგი დადოს თავის მოსწავლეებთან, აქედან გამომდიარე 21-ე საუკუნის თაობის ბავშვებთან, ტექნოლოგიების გარეშე ,სწავლა-სწავლების პროცესი წარმოუდგენელია. 

მოსწავლეთა უნარების განვითარებისათვის ტექნიკების მრავალფეროვნება ძალიან მნიშვნელოვანიასიახლე ყოველთვის იწვევს დაინტერესებას. 

ტექნოლოგიების სწავლა-სწავლების პროცესში გამოყენების შედეგად : სასწავლო პროცესში ერთვება უფრო მეტი მოსწავლეისინ იმაღლებენ ტექნიკურ ცოდნასსწავლების პროცესი უფრო მართვადი ხდებასწავლების ტრადიციულ გარემოს ენაცვლება ციფრული გარემო. 

 

4.რაში დაგეხმარათ ტექნოლოგიების კარგად ცოდნა წარმატების გზაზე? (გაიხსენეთ ისტორია და გადმოეცით თქვენი ემოცია) 

 

ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთ წარმატებად მივიჩნევ, რომ ერთი წლის განმავლობაში ვიყავი საუკეთესო გუნდის, ბოლნისის მეხუთე საჯარო სკოლის ტექნოლოგიების ქოუჩი-ექსპერტი, სწორედ ამ სამსახურში დამეხმარა ტექნოლოგიების ცოდნა. 

მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთად შევძელით, დისტანციური სწავლების ხარისხიანად დანერგვა და წარმართვა, ამას გადაუჭარბებლად ვამბობ, რადგან მოვისმინე, როგორც მშობლების ასევე მოსწავლეების აზრი და ეს ყოველივე ძალიან მახარებს. 


 ლევან არსენიძე - აიტ მენეჯერი

 

1.      მიუხედავად იმისა, რომ სასკოლო საზოგადოება ერთი შეხედვით კარგად ფლობს ტექნოლოგიებს, საჭიროების კვლევისას გამოიკვეთა, რომ სწავლა-სწავლების პროცესში არ ხდება ამ უნარების აქტიური გამოყენება. თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

        სწავლა-სწავლების პროცესში, ციფრული ტექნოლოგიების აქტიური არ გამოყენების ერთ-ერთ მიზეზად მიმაჩნია, მუდმივი წვდომის არ ქონა, ტექნოლოგიების მიმართ არასაკმარისი ყურადღების დათმობა და მათი მეორეხარისხოვან ადგილზე გადატანა.

 

2.      სად და როგორ  შეიძლება იმ უნარების განვითარება, რომლებიც  დაეხმარება საზოგადოებას ციფრული ტექნოლოგიების სისტემატურად გამოყენებაში?

 

     ციფრული ტექნოლოგიების განვითარების მიზნით, საჭიროა მუდმივი შეხება ტექნოლოგიებთან სასწავლო ლაბორატორიებში, სადაც აქტიურად  გააცნობენ სიახლეებს და შემდგ მასწავლებელი და მოსწავლე ერთად განავითარებენ ამ უნარებს. ტექნოლოგიების პროფესიული კოლეჯის მიერ განხორციელებული კურსი ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ამ უნარების განვითარება.

 

3.      რატომ არის აუცილებელი ტექნოლოგიები სწავლა-სწავლების პროცესში?

 

       სიახლეები ვითარდება ყოველდღუირად, ჩნდება ახალ-ახალი ინიციატივები, ამისთის საჭიროა მუდმივი განვითარება რათა არ ჩამოვრჩეთ სწავლა-სწავლების პროცესში.

 

4.      რაში დაგეხმარათ ტექნოლოგიების კარგად ცოდნა წარმატების გზაზე? (გაიხსენეთ ისტორია და გადმოეცით თქვენი ემოცია)

       

       XXI საუკუნეში წარმოუდგენელია ინოვაციების გარეშე ყოფნა, ნებისმიერ სფეროში შეუძლებელია წარმატების მიღწევა ციფრული ტექნოლოგიების გარეშე. ჩემს შემთხვევაშიც მნიშვნელოვანი როლი იმუშავა ტექნოლოგიებმა წარმატების გზაზე. ჩემი ერთ-ერთი დადებითი ემოცია ის არის, რომ თუნდაც დღეს ჩემთან იღებთ ინტერვიუს და არა სხვასთან.


გვანცა ჟვანია 

 

1.მიუხედავად იმისა, რომ სასკოლო საზოგადოება ერთი შეხედვით კარგად ფლობს ტექნოლოგიებს, საჭიროების კვლევისას გამოიკვეთა, რომ სწავლა-სწავლების პროცესში არ ხდება ამ უნარების აქტიური გამოყენება. თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? 


     ტექნოლოგიები 21-ე საუკუნის  წამყვანი დარგია. ტექნოლგიები გვთავაზობენ დიდი შესაძლებლობებს ცოდნის გაღმავებისთვის და თანამშრომლობისთვის. ყველა ვეთანხმებით იმ აზრს, რომ სასწავლო პროცესი მის გარეშე წარუდგენელია. მე ვფიქრობ. რომ სასწავლო პროცესის წარმატება დღეისთვის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი წარმატებით მოხდება ტექნლოგიების გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში. იმის მიუხედავად , რომ მასწავლებლები და მოსწავლეები ფლობენ ტექნოლოგიებს: სასწავლო მიზნისთვის, პრეზენტაციებისთვის, პროექტებისთვის, მაინც არ იყენებენ მას სისტემატიურად. რატომ? იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არ არის ყველა სასწავლო დაწესებლება აღჭურვილი შესაბამისი აპარატურთ, ყველა მოსწავლე ან თუნდაც მასწავლებელი არა არის გადამზადებული ამ მეთოდის დანერგვისთვის. შესაბამისად, სათანადოდ ვერ იყენებენ სწავლა-სწავლების პროცესში. ეს კი, ჩემი შეხედულებით არ არის რეკომენდბული ახალი თაობის განვითარებისთვის. 

 

2.სად და როგორ  შეიძლება იმ უნარების განვითარება, რომლებიც  დაეხმარება საზოგადოებას ციფრული ტექნოლოგიების სისტემატურად გამოყენებაში. 


  რაც შეეხება ამ უნარების განვითარებას, მე ვფიქრობ, რომ უნდა მოხდეს იმ სპეციალისტების მობილიზება ვინც კარგად ფლობს  ტექნოლოგიებს და იცის ამა თუ იმ მეთოდების შესახებ, რათა ასწავლოს მოსწავლეებს ამ ტექნიკის გამოყენება. 


3.რატომ არის აუცილებელი ტექნოლოგიები სწავლა-სწავლების პროცესში?  

   

   Აუცილებელია,რადგან,ამ დროს ხდება მოსწავლესა და მასწავლებელს შორის უშუალო კოტაქტი  და ინფორმაციების გაცვლა,  მოსწავლე ამ დროს ახდენს გონების სრულ მობილიზებას რათა მოიძიოს ინფორმაციაის აგრეთვე სწავლობს თავისი თავის და აზრის რეალიზაციას და ამის საზოგადოებისთვის ჩვენებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სწავლობს როგორ დაიცვას და განავითაროს თავისი იდეები. 

 

     

4.რაში დაგეხმარათ ტექნოლოგიების კარგად ცოდნა წარმატების გზაზე? (გაიხსენეთ ისტორია და გადმოეცით თქვენი ემოცია) 


  ირველად, როდესაც დამჭირდა ტექნოლოგიების გამოყენება, პრეზენტაციის გაკეთება გამიჭირდა, უმეტესი პროგრამების ნაწილი არ ვიცოდი, თანდათან გავერკიე, და მეორე და მესამეზე გამიიოლდა და მომეწონა ამ სახით დავალებების გაკეთება. ვისრურვებდი, რომ უმეტეს ნაწილად ტექნოლოგიებს ვიყენებდეთ საწავლო პროცესში. 


 ნათია დევნოზაშვილი - პედაგოგი

 

1. მიუხედავად იმისა, რომ სასკოლო საზოგადოება ერთი შეხედვით კარგად ფლობს ტექნოლოგიებს, საჭიროების კვლევისას გამოიკვეთა, რომ სწავლა-სწავლების პროცესში არ ხდება ამ უნარების აქტიური გამოყენება. თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? 

 

ჩემი აზრით, სასკოლო თემატიკა გადატვირთულია და ფიზიკურად არ იძლევა იმის საშუალებას,  რომ საგაკვეთილო დრო ხშირად გაწეროს მასწავლებელმა ტექნოლოგიებზე. (იგულისხმება ტექნიკის გამართვა და მომზადება გაკვეთილისთვის), არასაგაკვეთილო პერიოდი კი მოსწავლეებს გადანაწილებული აქვთ წრეებზე და სხვა აქტივობებზე. ამასთან ისი საგულისხმოა რომ მასწავლებლების ნაწილს არ აქვს სათანადო კომპეტენცია. მოსწავლეებს კი ტექნოლოგიების გამოყენების უნარი სხვა კუთხით არის მიმართული, რომლის კურსის შეცვლაც (მოსწავლეები უმეტესად იყენებენ გართობის მიზნით) შესაძლებელია      

 

2.სად და როგორ  შეიძლება იმ უნარების განვითარება, რომლებიც  დაეხმარება საზოგადოებას ციფრული ტექნოლოგიების სისტემატურად გამოყენებაში? 

 

ვთვლი რომ ყველაზე ეფექტურად ვითარდება ადამიანი, მაშინ როცა საკუთარ თავზე მუშაობს და მუდმივ ძიებაშია. ამიტომ ადგილს (დაწესებულებას) არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობათუმცა მაინც საბაზისო უნარების სწორად განვითარებაში უდიდესი როლი ენიჭება სკოლას   

 

3. რატომ არის აუცილებელი ტექნოლოგიები სწავლა-სწავლების პროცესში?  

 

სწავლა-სწავლება ისეთი პროცესია, რომელიც ხშირად ძალდატანებითი ხდება, რადგან მოტივაცია ქვეითდება როცა ერთფეროვანი გარემო იქმნება. ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანია მოსწავლეებისა და მასწავლებლების სხვადასხვა სახით ურთიერთობა, ამ საკითხში კი ტექნოლოგიის გამოყენებას ალტერნატივა არ აქვს. 

 

4.რაში დაგეხმარათ ტექნოლოგიების კარგად ცოდნა წარმატების გზაზე? (გაიხსენეთ ისტორია და გადმოეცით თქვენი ემოცია) 

 

ვერ ვიტყვი რომ ტექნოლოგიების კარგი მცოდნე ვარ მაგრამ არც ცუდად არ ვფლობ. ამიტომ ჩემი წარმატება ტექნოლოგიებთან არცთუ ისე დიდია. უბრალოდ სკოლამ მომცა შანსი ჩავრთულიყავი პროექტში „სწავლა-სწავლება Minecraft-ით“, რომლის ფარგლებშიც განვახორციელე კომპლექსური დავალებები. მოგვიწია საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმიანობის შესრულება მოკლე დროში. ამიტომ ძალიან ვნერვიულობდი… გვქონდა ყოველდღიური სამუშაო შეხვედრები ჯგუფებში და როცა უკვე პრეზენტაცია დაიწყო მივხვდი რომ ეს სრულიად განსხვავებული, ახლებური წარდგენა იყო და მოსწავლეები მოხიბლულნი დარჩნენ, რადგან მოსწავლეებმა მათ მიერ აწყობილ სამყაროში გვამოგზაურეს დაგვათვალიერებინეს და საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა ამ პრეზენტაციამ ჩემზე რადგან მოსწავლეებში ახალი მამოტივირებელი ნაპერწკალი დავინახე   




ანი ტუღუში  - მოსწავლე

 

1. მიუხედავად იმისა, რომ სასკოლო საზოგადოება ერთი შეხედვით კარგად ფლობს ტექნოლოგიებს, საჭიროების კვლევისას გამოიკვეთა, რომ სწავლა-სწავლების პროცესში არ ხდება ამ უნარების აქტიური გამოყენება. თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? 

 

გაკვეთილზე მიზეზი შეიძლება გახდეს ტექნიკური გაუმართავობა, რაც ასევე ხელს შეუშლის რომელიმე კონკრეტული პროექტის განხორციელებას. ასევე მოსწავლეებში შეინიშნება ტექნოლოგიური ცოდნის დეფიციტი და ამის გამო არასაკმარისი პრაქტიკული გამოყენება 

 

2.სად და როგორ  შეიძლება იმ უნარების განვითარება, რომლებიც  დაეხმარება საზოგადოებას ციფრული ტექნოლოგიების სისტემატურად გამოყენებაში? 

 

ჩემი აზრით, სკოლა არის ის ადგილი, სადაც შეიძლება ტექნოლოგიების მიმართულებით უნარების განვითარება და მათი სისტემატიური გამოყენება. ეს შეიძლება მოხდეს პროექტების, სხვადასხვა აქტივობების და კომპლექსური დავალებების საშუალებით, რაც მოსწავლეს დაეხმარება აიმაღლოს ტექნოლოგიური ცოდნა და შეიძინოს საჭირო და სასარგებლო უნარ-ჩვევები. მაგალითად საკუთარი გამოცდილებიდან ვიტყვი, რომ ჩვენს სკოლას ქონდა ძალიან კარგი პროექტი Minecraft -ის მეშვეობითრომელიც ხელს უწყობდა სწორედ ტექნოლოგიების გამოყენების წახალისებას. ჩვენ პროექტში აქტიურად ვიყავით ჩართულები და პრაქტიკული გამოყენებაც სასარგებლო აღმოჩნდა ჩვენთვის. ასევე ჩემი აზრით საჭიროა სკოლაში ტექნოლოგიურ საკითხებში კომპეტენტური პირის არსებობა, რომელიც დაეხმარება საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეებს.   

 

3. რატომ არის აუცილებელი ტექნოლოგიები სწავლა-სწავლების პროცესში?  

 

აუცილებელია, რადგან სწავლეებში სხვადასხვა თანამედროვე საოფისე და არასაოფისე პროგრამების შესწავლას, დაეხმარება მოსწავლეს პრაქტიკული სამუშაოების შესრულებაში. ამ შემთხვევაში მოსწავლისთვის ცოდნის მიღება იქნება უფრო მატივი სახალისო და საინტერესო 

 

4.რაში დაგეხმარათ ტექნოლოგიების კარგად ცოდნა წარმატების გზაზე? (გაიხსენეთ ისტორია და გადმოეცით თქვენი ემოცია) 

 

ტექნოლოგიების შესწავლა დამეხმარა ცოდნის გაღრმავებაში და ჩემი სასკოლო დავალების საინტერესოდ წარმოჩენაში რაც გულისხმობს უფრო მეტად სახალისოდ და საინტერესოდ წარდგენას, რაც ჩემთვის მეტად დასამახსოვრებელი და შთამაგონებელი აღმოჩნდა. 

  


                                                                   ერნესტ აბრამიან  - მოსწავლე

 

1. მიუხედავად იმისა, რომ სასკოლო საზოგადოება ერთი შეხედვით კარგად ფლობს ტექნოლოგიებს, საჭიროების კვლევისას გამოიკვეთა, რომ სწავლა-სწავლების პროცესში არ ხდება ამ უნარების აქტიური გამოყენება. თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? 

 

არავის იზიდავს სწავლების სეთი სტილი, როდესაც ბავშვები სახლებში არიან გაკვეთილების დროს და სამუშაოს ისე ასრულებნ. ამიტომ სკოლაში უნდა იყოს იმისი საშუალება, რომ მოსწავლე აქტიურად ჩაერთოს ტექნოლოგიებით სწავლაში, თუმცა საგაკვეთილო დრო ამისთვის არ არის განკუთვნილი. 

 

2.სად და როგორ  შეიძლება იმ უნარების განვითარება,რომლებიც  დაეხმარება საზოგადოებას ციფრული ტექნოლოგიების სისტემატურად გამოყენებაში? 

 

ჩემი აზრით ამ უნარის განვითარება შეუძლებელია რაიმე მოტივაციის ან სტიმულის გარეშე. 

 

 

 

3.რატომ არის აუცილებელი ტექნოლოგიები სწავლა-სწავლების პროცესში?  

 

დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, შეუძლებელია ჩვეულებრივი გაკვეთილის ჩატარება ან მოსმენა კომპიუტერის გარეშე.  სკოლის შენობაში ჩვეულებრივი სწავლის პროცესში ტექნოლოგიები უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს ხდის სასწავლო პროცესს. სხვადასხვა პროექტზე მუშაობისას, ინფორმაციის მოსაძიებლად ან სხვა აქტივობების განხორციელებისას ტექნოლოგიების გამოყენება უფრო აიოლებს და სახალისოდ შესასრულებელს ხდის საქმის კეთებას. 

 

 

4.რაში დაგეხმარათ ტექნოლოგიების კარგად ცოდნა წარმატების გზაზე?(გაიხსენეთ ისტორია და გადმოეცით თქვენი ემოცია) 

მე ბავშვობიდან დაინტერესებულ ვიყავი ტექნოლოგიებით, რაც დამეხმარა ადვილად გამევლო კომპიუტერული ტექნოლოგიის კურსები. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო როცა ჩემი სკოლის მოსწავლესთან- მარიამ ნურალაშვილთან  ერთად დამასახელეს საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსის „თოფუზის“ გამარჯვებულად და გადმომცეს  სერტიფიკატი. 




გიორგი ყანჩელაშვილი - მოსწავლე

 

1. მიუხედავად იმისა, რომ სასკოლო საზოგადოება ერთი შეხედვით კარგად ფლობს ტექნოლოგიებს, საჭიროების კვლევისას გამოიკვეთა, რომ სწავლა-სწავლების პროცესში არ ხდება ამ უნარების აქტიური გამოყენება. თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? 

 

ჩემი აზრით მოსწავლეებს ავიწყდებათ დავალებები შეასრულონ ტექნოლოგიების გამოყენებით და თვითონ უკვე შეძენილი ცოდნა და უნარები არათუ ვითარდება, არამედ უქვეითდებათ.  ასეთი დავალებების შესასრულებლად კი დრო ძალიან ცოტაა. არც გაკვეთილი იძლევა ამის საშუალებას. 

 

2.სად და როგორ  შეიძლება იმ უნარების განვითარება, რომლებიც  დაეხმარება საზოგადოებას ციფრული ტექნოლოგიების სისტემატურად გამოყენებაში? 

 

ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებისათვის საჭირო უნარების მიღება შესაძლებელია ყველგან: სკოლებშიც, კოლეჯებშიც და უმაღლეს სასწავლებლებშიც. თუმცა რაც უფრო ადრე დაიწყება ტექნოლოგიებთან შეხება მით უკეთესი. 

 

 

 

 

3.რატომ არის აუცილებელი ტექნოლოგიები სწავლა-სწავლების პროცესში? 

 

ტექნოლოგიების გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უკეთ იკვეთება შესწავლილი მასალა (ეს იქნება პროექტი თუ უბრალოდ ნამუშევრის პრეზენტაცია). ტექნოლოგიები თვალნათლივ წარმოაჩენს ყველა დეტალს რა ცოდნა ან უნარი შეიძინა მოსწავლემ ამა თუ იმ თემის შესწავლისას. 

  

4.რაში დაგეხმარათ ტექნოლოგიების კარგად ცოდნა წარმატების გზაზე? (გაიხსენეთ ისტორია და გადმოეცით თქვენი ემოცია) 

 

ტექნოლოგიების შესწავლაში დიდი დახმარება გამიწია სკოლის ბაზაზე განხორციელებულმა პროექტმა, რომლის ფარგლებშიც ტექნოლოგიური კოლეჯის ტრენერმა ლევან არსენიძემ გამიღრმავა ცოდნა და იმდენად დამაინტერესა რომ მინდა ჩემი ცხოვრება ტექნოლოგიების მიმართულებით განვითარდეს და ჩემს პროფესიადაც იქცეს. 


 

No comments:

Post a Comment