55

Drop Down MenusCSS Drop Down MenuPure CSS Dropdown Menu

ანიმატორთა კლუბი

ანიმატორთა კლუბი

ქ. ბოლნისის N5 საჯარო სკოლის ანიმატორთა კლუბის დებულება

შესავალი

ანიმატორთა კლუბი შექმნილია პროექტის „ციფრული სკოლა - საქართველოს“ ფარგლებში და მისი მიზნებიდან გამომდინარე

თავი I

ზოგადი დებულებები

 

მუხლი 1. დებულებით რეგულირებული ურთიერთობები

წინამდებარე დებულება (შემდ. დებულება) განსაზღვრავს ანიმატორთა კლუბის მუშაობის ძირითად პრინციპებს, საქმიანობის მიმართულებებს, კლუბის პრეზიდენტის, წევრების

უფლება-მოვალეობებს და ასევე  ანიმაციის კლუბის საქმიანობის სფეროს.

მუხლი 2.  ანიმატორთა კლუბის მიზნები და ამოცანები

ანიმატორთა კლუბის მთავარი მიზნებია:

1.    მოსწავლეებსა და მასწავლებლების ციფრული კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობა;

2.    მოსწავლეთათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების სწავლება და გამომუშავება;

3.     სასკოლოლო ცხოვრებაში ციფრული ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობა;

4.      მოსწავლეების როლის გაზრდის ხელშეწყობა სწავლა-სწავლების პროცესში;  

5.    მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა;

6.      სასკოლო საზოგადოებაში ურთიერთთანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობა.

 

მუხლი 3.  ანიმატორთა კლუბის  ფუნქციები / მოვალეობები:

1.                   მოსწავლეებში ანიმაციის ხელოვნების სწავლისა და საგანმანათლებლო აქტივობების ორგანიზება;.

2.                   სხვადასხვა სასკოლო და სკოლისგარეშე  აქტივობების ინიცირება და განხორციელება; ან/და არსებულ პროგრამაში მონაწილეობის მიღება სკოლის სახელით;

3.                   სკოლის მასწავლებლებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობა;

4.                   სხვადასხვა კლასებში ციფრული (ანიმაციური) რესურსის შექმნა საგნის მასწავლებელთან ერთად;

5.                   სხვადასხვა კლასის მოსწავლეებთან თანამშრომლობა სწავლების მიზნით;

მუხლი 4.  ანიმატორა კლუბის მოღვაწეობის პრინციპები

ანიმატორთა კლუბის მოღვაწეობა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს: კანონიერებას, ჰუმანიზმს,

კეთილსინდისიერებას, ურთიერთპატივისცემას, კოლეგიალურობას.

მუხლი 5. ანიმატორთა კლუბის წევრი

ანიმატორთა კლუბის წევრი შეიძლება გახდეს  ქალაქ ბოლნისის N5 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების (V-VI კლასები) მოსწავლე, რომელიც გამოთქვამს კლუბში გაწევრიანების სურვილს და იზიარებს კლუბის მიზნებს.

 

წევრობა არის ნებაყოფლობითი და ანიმატორთა კლუბის წევრი იმავდროულად შეიძლება იყოს სხვა რომელიმე ორგანიზაციის ან გაერთიანების წევრი.

 

ანიმატორთა კლუბის წევრების ხმათა უმრავლესობის  გადაწყვეტილებით კლუბის წევრი შეიძლება გაირიცხოს კლუბიდან, თუ მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კლუბის მიზნებს ან იგი უხეშად არღვევს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.

 

მუხლი 6. დებატების კლუბის პრეზიდენტი

კლუბის პრეზიდენტი აირჩევა ფარული კენჭისყრის საფუძველზე;

კლუბის პრეზიდენტის კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს კლუბის წევრებს და სკოლის

ადმინისტრაციას;

კლუბის პრეზიდენტის უფლებამოსილება იწყება არჩევის მომენტიდან და გრძელდება შესაბამისად ახალი პრეზიდენტის არჩევამდე;

კლუბის პრეზიდენტი:

) წარმართავს კლუბის საქმიანობას;

) ხელმძღვანელობს და უძღვება სამუშაო შეხვედრებს;

) წარმოადგენს კლუბს სხვა პირებთან ურთიერთობაში;

) კლუბის წევრებთან  და სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად წყვეტს  კონკრეტული მიზნით

შექმნილ კოალიციებში გაერთიანების საკითხს;

) კლუბის წევრებთან ერთად ქმნის კლუბის გრძელ და მოკლე ვადიან სამუშაო გეგმას;

) ისმენს კლუბის წევრების მოსაზრებებს, წინადადებებს და ანგარიშებს;

) კლუბის წევრებთან ერთად განსაზღრავს ღონისძიებების დეტალურ გეგმას და საჭიროებებს;

) უზრუნველყოფს საინფორმაციო კამპანიებს, დებატების ორგანიზებას სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე მაგშეუძლია სპეციალური სტუმრების მიწვევა, ტრენინგების, სემინარების,  კლუბის შეხვედრების,  

 

) თითოეული ღონისძიების დასრულების შემდეგ ამზადებს ანგარიშს;

ასრულებს სხვა ფუნქციებს საჭიროების შემთხვევაში

 

თავი II

დებულება ზოგადი ეთიკის შესახებ

მოცემული დებულება არეგულირებს ანიმატორთა კლუბის სამუშაო ეთიკის ნორმებს და ვრცელდება

ყველა წევრზე.

 

1.    კლუბის წევრები და ლიდერი ვალდებულია იცავდეს კლუბის პრესტიჟსა და სახელს,

2.    უფრთხილდებოდეს მას და ზრუნავდეს მის განვითარებაზე, თავისი ქმედებითა თუ უმოქმედობით არ ლახავდეს მას, მოქმედებდეს მაღალი ადამიანური ღირსებით კლუბის მიერ დაკისრებული ფუნქციებისა თუ მისიის განხორციელებისას.

3.    კლუბის წევრები და ლიდერი ვალდებულია იცავდეს და პატივს ცემდეს კლუბის დებულებასა და დადგენილ ნორმებს. პატიოსნად და ნაყოფიერად ახორციელებდეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.

 

 

 ანიმატორთა კლუბის სამუშაო პერიოდი

) ანიმატორთა კლუბის სამუშაო პერიოდი ემთხევა სკოლის წლიურ სასწავლო წელს;

) ანიმატორთა კლუბი მუშაობს კვირაში 1,5 (საათნახევარი) სთ.

) ანიმატორთა კლუბის სამუშაო საათები იწყება საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ.

 








1 comment:

  1. კრეატიული ინიციატივაა! წარმატებულ საქმიანობას ვუსურვებ ანიმატორთა კლუბს!

    ReplyDelete