ციფრული სკოლა - საქართველო
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ "ზოგადი განათლების რეფორმის ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში სსიპ ქალაქ ბოლნისის №5 საჯარო სკოლაში დაიწყო პროექტი "ციფრული სკოლა - საქართველო".
პროექტი თანამედროვე ციფრული სასწავლო პრაქტიკის დანერგვის იდეას ემყარება. პროექტში ჩართული სკოლები ციფრული სასწავლო პრაქტიკის შეფასების საფუძველზე შეიმუშავებენ საკუთარ ციფრულ სტრატეგიას და ამ სტრატეგიაში გაწერილ აქტივობებს განახორციელებენ.
პროექტის მიზანია სკოლებში ციფრული კულტურის განვითარება და ინოვაციური სასწავლო პრაქტიკის დამკვიდრება.
No comments:
Post a Comment